„ვფიქრობთ, ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი მიუთითებს არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე, მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიას, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ შექმნილ ჯგუფზე წერს, რომლის მიზანი, როგორც ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, არჩევნების საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გამჭვირვალედ ჩატარებაა.
როგორც ინიციატივის ავტორები ამბობენ, ეს იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთგვარი ალტერნატივა, რომლის მთავარი მიზანიც არჩევნებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება.