ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულია და არაერთი მოგება აქვს, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე და მსოფლიოს ჩემპიონობაზე ისაუბრა.
სანდრო ბაზაძე ქართველ სპორტსმენებს გენო პეტრიაშვილს და ლაშა ტალახაძე ტალახაძეს ოქროს მედლების მოპოვებას ულოცავს და მათ მადლობას უხდის, რადგან უფრო მეტი მოტივაცია მისცეს, ებრძოლოს უდიდეს უსამართლობას.
„17 წელი სპორტსმენი ვარ იმისთვის, რომ მსაჯებმა წამაგებინონ - ეს სამწუხაროა, არა უშავს, თურმე ასეთი რაღაცები სპორტში ხდება ხოლმე, არაფრისგან ვართ დაცულები“.