„რა თქმა უნდა, არც „იმედი“ და არც „პოსტივი“ ამის გამო არ გააჩერებენ სიმართლეზე საუბარს და ისინი გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული ამყოფონ“ - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ტელეკომპანიის შეფასებით, „დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას“.
„საფრანგეთი განსაკუთრებით ინტერესდება, როდესაც მისი მოქალაქეები მოქმედებენ საფრანგეთის, დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ და ხელს უწყობენ რუსული გავლენების გაძლიერებას ევროპული ცივილიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ“