„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“ - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“ - აცხადებენ სუსში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი 2021 წლის 15 დეკემბერს დააკავეს. ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.