ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩენილ პერიოდში და შემდგომაც, მხარს დაუჭერს ქართველ მეგობრებს ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატების მისაღწევად.