LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო არჩევნები 2024

„სხვა რამეს არც ველოდი მე პირადად… საინტერესო ახლა დაიწყება“ – მერაბ სეფაშვილი არჩევნების შედეგებს ეხმაურება

მერაბ სეფაშვილი ემიგრანტებს მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილეობისთვის და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის.

„იქ, სადაც მე ვარ, რაშიც მე ვმონაწილეობ, ამ სრულად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია სრულიად გამორიცხულია“ – ნიკა გვარამია

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“ საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია“ – ირაკლი კობახიძე

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი – ჩვენ მთლიანობაში მივიღეთ დაახლოებით, მილიონ 120 ათასი ხმა, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია“ – ირაკლი კობახიძე

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ სხვაობა 43% აქვს.

„ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა“ – პიტერ სიიარტო

მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩენილ პერიოდში და შემდგომაც, მხარს დაუჭერს ქართველ მეგობრებს ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატების მისაღწევად.