პარტიები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ სახალხო დამცველის შერჩევის წესზე მმართველ გუნდთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას არ დაესწრებიან.
ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ემიჯნებიან და გმობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე.
„აქციაზე მისული საზოგადოება ელოდებოდა, რომ ნახავდნენ გეგმას, როგორ შევიდოდნენ ევროპაში, თუმცა დახვდათ გეგმა, როგორ მოვიდოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ხელისუფლებაში, ამიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს.“– განაცხადა მაჭარაშვილმა.