რამდენი ადამიანია დღეის მონაცემებით ჩართული საპენსიო სააგენტოს საპენსიო სქემაში - ამის შესახებ გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ისაუბრა.
საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. შესაბამისი პროექტის განხილვას დეპუტატები ორშაბათს, ჯანდაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით განაახლებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ 6 სექტემბერს პორტფელის არჩევის ვადა იწურება, კანონში ცვლილებების გატარების შემდეგ, მონაწილეს ნებისმიერ დროს, მუდმივ პერიოდში პორტფელის შეცვლის საშუალება ექნება“