„ქართული ოცნების“ ახალმა დეპუტატებმა და სპორტსმენებმა, გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ტალახაძემ მომავალი პრეზიდენტის შესახებ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება.