LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქცია

“დაისაჯონ თემირლანის მკვლელები” – “ქართული ოცნების” ოფისის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

"დაისაჯონ თემირლანის მკვლელები", "ოცნება კლავს" - ამ წარწერებით „ქართული ოცნების“ შენობის წინ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პარლამენტის შენობიდან მსვლელობა გამართეს.

“ხელოვნურად დროს ნუ აჭიანურებენ იმისთვის, რომ სიტუაცია უმართავი გახდეს” – მაჩალიკაშვილების ადვოკატი

„მოვითხოვთ, დაასრულოს პროკურატურამ გამოძიება, შეგვატყობინოს გადაწყვეტილება, გამოიკვეთა თუ არა დანაშაულის ნიშნები ქმედებაში, რომლის საფუძველზეც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება,“ - ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.