„ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე გვესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს წარმომადგენლებთან“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ცალსახად პოზიტიური მისასალმებელია და ძალიან პოზიტიური მოვლენაა, პოზიტიური მესიჯებია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან“
„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების და შემდგომ უკვე იმ საკითხების განსახილველად“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.