SME Banking Agency ანალიტიკური გამოცემაა, რომელიც ყოველწლიურად ავლენს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტისთვის საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტ და მობილ ბანკის მქონე საფინანსო ინსტიტუტებს.
შეთავაზებების სივრცით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ კომპანიაში მიმდინარე პროცესები, გამართონ ფინანსური თუ იურიდიული მხარე, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია მარკეტინგის, შრომის უსაფრთხოების, მარაგების მართვის კუთხით.