„მართლაც, ჩვენ, მუდმივად სამშობლოსათვის ბრძოლაში მყოფი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი, სწორედ იმიტომ გადავრჩით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ზნეობრივი იდეალები ჩვენს ხალხში ყველაზე რთულ პერიოდებშიც არ გამქრალა.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დაუდო მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს.