„უკრინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეიცვლის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება გუშინ, ხარკოვის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებებისას მოკლულ ორი ქართველი მებრძოლის ცხედრებს, ზაქარაშვილის თქმით, ამ დროისათვის ასევე ისეთ ტერიტორიაზეა, საიდანაც მათი სამშობლოში გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.
"საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, გამოქვეყნებულია ცხელი ხაზის ნომრები, მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ რეკომენდაცია ვითარების თაობაზე და ინფორმაცია, რაც მათთვის აუცილებელია" - ამბობს გიორგი ზაქარაშვილი.