„საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს.
თიბისი ბანკის ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკი