„26 მარტის მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ტურნირზე ჩვენი გამოსვლის შემდეგ ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ“.
გუშინ, EURO 2024-ის ფარგლებში ესპანეთთან გადამწყვეტი მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
„ჰიმნი პროგრამა მინიმუმია, ჰიმნს ყველა მღერის, მღერის ისე როგორც შეუძლია, ბოლო ხმაზე, მთელი სხეულით. სტადიონზე დავდივართ საქომაგოდ და იქიდან რომ ვბრუნდებით, თუ ისევ გვაქვს ხმა, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ“.
„მადლობა მათ ამ დიდი ფსიქოლოგიური ვენტილაციისთვის, ყოველდღიურობის ყველა საზრუნავი, დარდი რომ გამოფერთხეს ჩვენი გონებიდან და უკიდურესი ვნებათაღელვის ოკეანეში გვაცურეს“.