ქართველი პარა ძიუდოისტი გიორგი ქალდანი ანტალიის 2022 წლის გრან-პრის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ქალდანი 73 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში აზერბაიჯანელ პარასპორტსმენ აბასლის შეხვდა, მეტოქეს ვაზარი აართვა, სამი გაფრთხილება მიაცემინა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
