ზურაბიშვილი მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში რამდენიმე კვირაა ხვდება პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
"ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში "ქართული ოცნების" წახალისება".
"უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია" - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
"თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე" - აღნიშნავს პრეზიდენტი.