თბილისიდან ჰელსინკიში 10 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა, 4 მოთამაშე ჰელსინკიშივე დახვდება, გუნდის უდავო ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს შეუერთდება.
30 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და შეჯიბრების მონაწილე ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრებიდან თექვსმეტ საუკეთესოში შევიდა.
იმისთვის რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და ეს ისტორიული დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში, 26 და 28 აგვისტოს თამაშების ღია ჩვენება გაიმართება.