„50 ლარმა დამიღუპა შვილები… ათას საზიზღრობებს ლაპარაკობენ, ისინიც ხომ დედები არიან?! ხომ უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს დედისთვის 2 შვილის დაკარგვა – ჩემი შვილები ჩემზე მეტად არავის ეწვის“ – საქველმოქმედო ფონდი ზუგდიდში დაღუპული ტყუპების ოჯახისთვის თავშესაფარს ეძებს
საქველმოქმედო ფონდი - „შეცვალე სიყვარულით“ ქობულეთის ტერიტორიაზე, გირაოთი, 15 000 დოლარის ფარგლებში სახლს ეძებს. მათი განცხადებით, თანხა უშუალოდ სახლის მეპატრონეს ჩაერიცხება.
