მსოფლიო „კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია – სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როცა საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილი, 2025 პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და 61 დაშავდა. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.