"იუსტიციის სამინისტრო, პრაქტიკულად, დაემუქრა მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს - თუ სასამართლოსთან აქციებს მოვაწყობთ, მას ისევ გლდანის ციხეში გადაიყვანენ" - აცხადებს ნაყოფია.
დაესწრება თუ არა ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი დღეს სასამართლო პროცესს, ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მას ეს შეუძლია და ექსპრეზიდენტი ამას ითხოვს.