პირველ რეალურ მონაცემებს დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევითმა ორგანიზაციამ "ისტორიული" უწოდა. ცენტრში აცხადებენ, რომ შედეგები აჩვენებს - ეს ვაქცინა ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს.
"კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით, შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც პროგრამას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და სიცოცხლეს უფრო მეტ ქალს შეუნარჩუნებს" - აღნიშნულია ინფორმაციაში.