ორგანიზაციის ცნობით, წლიური ფასების ზრდა განსაკუთრებით მაღალი იყო საოჯახო სასტუმროების შემთხვევაში (20.4%). 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებმა კი 16.4%-ით მოიმატა.
თებერვალში ყოველთვიური და წლიური სასტუმროს ფასების ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამცხე-ჯავახეთში, რაც შეიძლება ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატით აიხსნას.