LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

[hero_block]
მთავარი » საწვავის ფასები

საწვავის ფასები

არჩილ გორდულაძე: „სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ბიზნესმაც, რისი დამადასტურებელი განცხადებებიც ვიხილეთ, რაც მისასალმებელია… ბიზნესის მთავარი მიზანია ერთი მხრივ, მოგება ნახოს, მეორე მხრივ, ფასები უნდა იყოს მისაღები, ეს ბალანსია დასაჭერი“

„გაცემულია რეკომენდაციები, რომლითაც პირობითად, შეიძლება დაიყოს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გადაჭრის გზებზე, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიყვანს ფასების კლებასთან“ - განაცხადა გორდულაძემ.

შოთა ბერეკაშვილი: „გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს“

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას საზოგადოებას კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი აცნობს.

ნინო წილოსანი ნავთობკომპანიებს: „მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ევროპულ ქვეყნებზე მეტი არ არის – მაინც ტვირთია. უნდა მოვიკვლიოთ სად არის რესურსი ამ ფასების, თუნდაც კიდევ უფრო გაიაფებისთვის“

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

თაზო დათუნაშვილი: „პირადად ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოქალაქეების ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ უბადრუკი კომისიები შეიქმნებოდა“

„ერთი მხრივ უგუნური პოლიტიკა და მეორე მხრივ უმოქმედობა საწვავის ფასის ზრდასთან მიმართებაში გამოიწვევს ძალიან მძიმე და სავალალო შედეგებს ქართული ბიზნესისთვის“ - თქვა თაზო დათუნაშვილმა.

„ოპოზიციური ალიანსი“ ფასების შემცირების მიზნით, საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრებას და დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის 1-1%-ით შემცირებას ითხოვს – ოპოზიციის ალიანსი გეგმას აქვეყნებს

„თუ პოლიტიკური ნება ექნებოდა ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებას, ამას გააკეთებდა ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.