LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

მიხეილ სარჯველაძე: „ცდილობენ რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს, ჯანმრთელობის დაცვის მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება“

სარჯველაძემ აღნიშნული განცხადებები სამინისტროსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას.

„ჩემს მეგობარს უთხრეს სიმსივნე გაქვსო, წავიდა თურქეთში და იქ უთხრეს, რომ ის ექიმი მოგვიყვანე, თავი უნდა დავუთვალიეროთო – ჯანდაცვის სისტემა ჩაფლავდა“ – ალეკო ელისაშვილი

„არ მინახავს ვინმეს მძიმე სენი ჰქონდეს და საზღვარგარეთ არ მიდიოდეს. ბოლო კაპიკებს ხარჯავს, ვალებს იღებს და მიდის, გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთში.“

2022 წელს 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, 600 მილიონი ლარით 2,2 მლნ-ზე მეტი მომსახურება დაფინანსდა – ზურაბ აზარაშვილი

აზარაშვილმა ყურადღება დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუ 10 წლის წინ, პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, 2023 წლისთვის, თითქმის, 6-ჯერ გაიზარდა და 30 მლნ ლარს გადააჭარბა.

„პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე არ შეხებია“ – ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტების ფასი 12.5%-ით შემცირდა

მისივე თქმით, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობამ, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა, რაც საფუძვლად დაედო, ქვეყნისთვის, უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას.