LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორი ჯინ შაჰინი

„აი, ეს არის გზა, რომელიც „ოცნებამ“ აირჩია – რუსეთისკენ მიმავალი“ – ოპოზიციის შეფასება სენატორ შაჰინის განცხადებაზე

„კობახიძემ განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

შაჰინი საქართველოს ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანას ცდილობს – რას ამბობს მმართველი გუნდი სენატში გამოთქმულ კრიტიკაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება „პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა“, რადგან მისი დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე იხარჯება.

ზარქუა ჯინ შაჰინის განცხადებაზე: სისულელეა, შტერობაა, ამიტომ დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა

„მოწადინებული ვართ, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ბევრ რეფორმას მხარი დავუჭირეთ, კანონპროექტები მოვამზადეთ, მათ შორის ის, რაც ანტიკონსტიტუციურია“ - აცხადებს ზარქუა.

უსამართლო კრიტიკას ფასი არ აქვს, დაფინანსებაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, ჩვენ ვერ ვიდარდებთ – კობახიძე აშშ-ის დახმარებაზე

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შაჰინის განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებაზე უსამართლო კრიტიკა იყო და მას ფასი არ აქვს.