„მიუხედავად ამისა, სევეროდონეცკიდან და ლისიჩანსკიდან 27 ზრდასრული და 6 ბავშვი იქნა ევაკუირებული. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა, ისინი უკვე უსაფრთხოდ არიან.“– წერს სერგეი გაიდაი.
გაიდაის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები აშინებენ სევეროდონეცკის მცხოვრებლებს, ანადგურებენ სახლებს. მისივე განმარტებით, ქალაქის დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება.
ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ისაუბრა და თქვა, რომ რუსები სევეროდონეცკის და რუბეჟნოეს სრულად მიტაცებას ცდილობენ.