გავრილოვი სასტუმრო „რედისონიდან“ დაახლოებით, 17:15 საათზე დაცვის თანხლებით გამოიყვანეს, თუმცა, გავრილოვისთვის განკუთვნილ მანქანაში დეპუტატი დაცვამ ვერ ჩასვა და მას რამდენიმე მეტრის გარბენა მოუწია. აქციის მონაწილეებმა გავრილოვს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.