"ეს იქნება აქცია საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როცა კომუნისტურ პარტიას სახელმწიფო საწარმოებში, სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი გამოჰყავდა და წითელ დროშებს აფრიალებდნენ", - ამბობს ჩიხლაძე.
„ამ სასმართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ვინმე ენდობა? ჩინჩალაძე-მურუსიძე და სასამართლო გადაწყვეტილებები სააკაშვილის მმართველობის დროს თუ მიუღებელი იყო, „ქართული ოცნების“ დროს გაკეთილშობილდნენ?“
სერგო ჩიხლაძე სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომ „თითოეულ ხმას მიადევნონ თვალყური, რადგან ერთი, ორი, სამი ხმის დაკარგვით და ბიულეტენის გაქრობით შესაძლებელია მეორე ტურის ბედის გადაწყვეტა“.