გაიდაი: ლუგანსკის ოლქში კიდევ 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული
გათავისუფლებული სოფლები საშინელ მდგომარეობაშია, სრულიად განადგურებულია.
გათავისუფლებული სოფლები საშინელ მდგომარეობაშია, სრულიად განადგურებულია.
გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, სამუშაოს განახლებისთვის ყოველ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტში.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუგანსკში წინ წაიწიეს და ფეხი მოიკიდეს.
გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსების წინსვლამ დაკარგა იმპულსი.
გაიდაის თქმითვე, ლუგანსკის რეგიონის მაცხოვრებლები წინააღმდეგობის გაწევისა და პარტიზანული მოძრაობისთვის ჯერ მზად არ არიან.