გრაფიკული ვიდეოები მიზნად ისახავს, მოქალაქეებმა გააცნობიერონ რეალური საფრთხე, რომელიც გარემოს ემუქრება, თუ ნარჩენების შესაბამისად გადამუშავებას არ უზრუნველვყოფთ.
„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო და ნარჩენების სწორად მართვის პროცესში პარტნიორების ჩართულობაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობასა და არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა.