„ახლა ჩემთვის მთავარია, ადამიანი გადავარჩინო და ამ კუთხით ვმუშაობ და თუ გააგრძელებს ქალბატონი, ვეტყვი, რომ ამ ეტაპზე მის არანაირ განცხადებაზე არ ვაპირებ რეაგირებას“
„წარმოგიდგენიათ, მე შევიდე პალატაში და მოწმეს, რომელმაც ჩემთვის სასარგებლო რჩევა უნდა მისცეს, ვუთხრა, უნდა დაგიჭირო-მეთქი ან ადვოკატი, როდის იჭერდა ვინმეს?“
„მას სხვადასხვა მძიმე დაავადებები აქვს და მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია დემენცია. ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ დიდი ალკოჰოლის მიმღები ადამიანი ის არ ყოფილა. აბსოლუტურად ჯანმრთელი შემოვიდა და დღეს რა მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ”