„სარჩელის შეტანას პატივის და ღირსების შელახვის მოტივით ვგეგმავ. ჯერ სააკაშვილის სიცოცხლეს გადავარჩენ, მოვიცლი და ნადირაძეებს და მის მსგავსებს ყურადღებას მერე მივაქცევ სათითაოდ“ - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
„125 პატიმარი ჰყავსო „ვივა მედს“ მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე, გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი, რეანიმაცია არ აქვთო, ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს“ - წერს „ვივა მედის“ დირექტორი სოციალურ ქსელში.
„FBI მოიწვიონ და ჩაატარონ, უფრო მეტიც, აღიძრას იქ სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება, ამაზე ვართ თანახმა. შაბათ-კვირას ადვოკატებს შესვლა აგვიკრძალეს, ოჯახს წერილები აუკრძალეს და ადვოკატებს შეგვეძლება წერილების გამოტანა.