"რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, წელიწადნახევარია პოლიტიკური "შატალოთია" დაკავებული, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი ამომრჩეველი ღირსიც კი არის, მას სამი წელი უსმინოს" - ამბობს ხვიჩია.
„იმის მიუხედავად, მომწონს და მოგვწონს თუ არა ჩვენი კოლეგები, ეს ადამიანები პარლამენტში ჩვენ არ აგვირჩევია, ისინი აქ ქართველმა ხალხმა შემოიყვანა“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.
„პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. ჩვენ რეჟიმის ჩამოშლა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით უნდა დავიწყოთ.“ - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
„შალვა ნათელაშვილი იქნება ეს, ბადრი ჯაფარიძე იქნება თუ ელენე ხოშტარია, მისი პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხი ჩემი აზრით, ჩემი და ჩემი კოლეგების გადასაწყვეტი არ არის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.