ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ქალმა „პოსტვ-ის“ დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მათგან ერთ-ერთი გვანცა ბუდაღაშვილი სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს.
ამჟამად, გერმანიაში მყოფი გვანცა ბუდაღაშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ სამართლებრივი ბრძოლისთვის საზღვარგარეთ ყოფნა მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ვერ იქნება.
„რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა “მორალის პოლიციის” ხელით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურად და ბოროტად იყენებენ.“