"ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაეს GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაეს ბოლო გზაზე გაცილებას."
რაფაელ მურსაკულოვისთვის წარდგენილი ბრალი საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯადობას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და მისი დაკავებით გაოგნებულია.
„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდი ხანია მხილებულია კრიმინალთან თანამშრომლობაში და ურთიერთხელსაყრელ გარიგებებში, მათ შორის, საარჩევნო პროცესისთვის,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
უფლებადამცველი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, თუმცა ამ საკითხზე დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ დეტალები არ იცის.