როგორც "ფორტუნას" სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს - ერთი კავკასიის მედიცინის ცენტრში, მეორე ამერიკულ ჰოსპიტალში.
აქციის მონაწილეები უბედური შემთხვევის ადგილზე შუქნიშნისა და სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.