„შავი პარასკევი“ ანუ როგორ იქცა ცივი ნოემბრის ერთი დღე მსოფლიო მასშტაბის სავაჭრო მოვლენად
ნოემბრის ბოლო მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პერიოდთან ასოცირდება. შავი პარასკევი, რომელიც თავდაპირველად ამერიკული ტრადიცია იყო, დღეს საერთაშორისო მასშტაბის ფასდაკლებების დღედ იქცა. 2026 წელს შავი პარასკევი 27 ნოემბერსაა, თუმცა სავაჭრო აქციები ბევრ ქვეყანაში რამდენიმე დღით ან კვირით ადრე იწყება.
