შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა, საიდანაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა.
2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.