შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. წინადადებებს, რომელიც დღეს კუჭავას წარუდგინეს, 11 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.
საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წინა სხდომა 18 მაისს გაიმართა, რომელზეც კომისიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და დაამტკიცეს.