სარფში 38 543,54 ლარის ოქროს შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 8-20 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 8-20 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.
სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში 36 000 ლარით დაჯარიმდნენ.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 090 ლარი შეადგინა.