სოც. ქსელები „მკვლელს სხვაში შეეშალა, ზურგიდან მიეპარა, დანა ჩაარტყა და ადგილზე მოკლა.. ამ ეტაპზე რაც ოჯახს ყველაზე მეტად სჭირდება, ესაა იურისტი ნიდერლანდებში, სავარაუდოდ ქართველი.. წარმოიდგინეთ, რამდენ თანხებთან არის დაკავშირებული“ – ნიდერლანდებში მოკლული შოთა საკანდელიას დედის მეგობარი 13 ნოემბერი, 2023 გავრცელებულ პოსტში მანანა გაგუა აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ოჯახს არ აქვს ფინანსური საშუალება ნიდერლანდებში ადვოკატი დაიქირაოს, რადგან ეს თანხებთან, კონტაქტებთან და ენის ბარიერთან არის დაკავშირებული.