შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს” - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში რომელსაც შსს ავრცელებს.