LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » შსს » გვერდი 77

შსს

ვიდეო: „ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სულ 27 პირი – დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – შსს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია“ - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

„ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მესაზღვრეებმა რ.ს.-ზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს“ – შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო, თითქოს ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უკრაინის მოქალაქის მიმართ განხორციელდა ძალადობა.

ვიდეო: „ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოქალაქეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა“ – რა განცხადებას ავრცელებს შსს თბილისში გუშინ მომხდარ მკვლელობაზე

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ო.გ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს“ - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვიდეო: დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით – „დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს” - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.