დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ის, რაც დღეს მოხდა, არის გაუმართლებელი დაყოვნება და გაუმართლებელი ხელშეწყობა სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაში ჩასაყენებლად.
ადვოკატები ითხოვდნენ, რომ "რუსთავი 2"-სთვის ირაკლი კობახიძის მიერ მიცემული ინტერვიუ საქმეზე მტიცებულების სახით დაერთოთ, ასევე როგორც კობახიძე, ისე ივანე გულაშვილიც დაეკითხათ.