სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომლებიც ჯარიმების შემსუბუქებასაც ითვალისწინებს
თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმის ოდენობა იქნება 500 ლარი.
ეს ერთ-ერთი სიახლეა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.