"ხველა შეცვლილი ტემბრით და მყეფავი ხველა, რაც კრუპს ახასიათებს. საერთო ჯამში, ამ ნიშნების ხანგრძლივობა დიდი არ არის და სამი, ოთხი დღე გრძელდება" - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
"ომიკრონის" ვარიანტი გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე და აინფიცირებს სხეულის ზედა ნაწილს, სხვა შტამებისგან განსხვავებით, რომლებიც იწვევენ მძიმე პნევმონიას" - ამბობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.
"იწვევს სუნთქვის უკმარისობას, შეტევითი ხასიათის ხველას, მსტვინავ სუნთქვას, ამ დროს კი ბავშვს აუცილებლად სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება, ჟანგბადის დამატებითი მიწოდება" - აცხადებს ივანე ჩხაიძე.