"Happy Onlife" ონლაინ აპლიკაციაა მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი.
2021 წლის განმავლობაში "მედიის ეკონომიკის" ტრენინგები საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე, ჯამში, 50-მდე სკოლის 1 000-მდე მოსწავლეს ჩაუტარდება.