"ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან მუშაობა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები იყოს და იმისათვის, რომ ჩვენი სერვისები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს" - აცხადებს ბარკალაია.
თამარ ბარკალაიას თქმით, სააგენტოში სულ 1 000-ზე მეტი თანამშრომელია და გაფიცულებთან მოლაპარაკების დროს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებას არა გაფიცული თანამშრომლები უზრუნველყოფენ.